Belive

ენდრიკი ყველაზე ახლოს ლიონში გადასვლასთანაა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-ის ცნობით, რეალის 19 წლის თავდამსხმელი ენდრიკი, შესაძლოა, იანვარში იჯარით ლიონში გადავიდეს. ახალგაზრდა თავდამსხმელს ამ სეზონში ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია და ამჟამად ხაბი ალონსოს გეგმებში არ შედის.

ლიონმა რომელიც, ალექსანდრ ლაკაზეტისა და გიორგი მიქაუტაძის შემცვლელს ეძებს, პოტენციური გარიგების შესახებ პირველი ნაბიჯი გადადგა და რეალს მიმართა. კლუბის კარგი ურთიერთობა ენდრიკის წარმომადგენლებთან, დადებით ფაქტორად ითვლება.

პორტუგალიელი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას გუნდი, ამჟამად ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ევროპის ლიგაზე სამი მოგებით იდეალური შედეგი აქვს.

ენდრიკმა, რომელსაც რეალ მადრიდთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს, გასულ სეზონში, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, 37 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. ინტერესი გამოხატა მარსელმაც, მაგრამ ლიონი უფრო ხელსაყრელ ადგილად ითვლება, რადგან ნაკლები კონკურენცია და ძირითადში გარანტირებული ადგილია.

სხვა სტატიები