რეალი იკრიბება - მოურინიოს სანახავი მხოლოდ 2 ფეხბურთელი დარჩა
რეალ მადრიდის საწვრთნელ ბაზაზე, ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში, სამი ახალი სახე გამოცხადდა. მარკ კუკურელიამ, კილიან მბაპემ და იბრაჰიმა კონატემ „სამეფო კლუბის“ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს.
სამივე ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი საკლუბო ბაზაზე გაიარა, ხოლო ტესტების დარჩენილ ნაწილს ვარჯიშის დასრულების შემდეგ, „ვალდებებასის“ კლინიკაში ჩააბარებენ - რეალის ოფიციალური ვებგვერდის განმარტება
👍 ¡Aquí están! 👍
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 10, 2026
👉 @Sanitas
✅ Reconocimiento médico
📌 Ciudad Real Madrid pic.twitter.com/CUbC9y9RJj
მოურინიოს განკარგულებაში სრული შემადგენლობა მომავალ ოთხშაბათამდე არ იქნება - სწორედ ამ დღეს ელიან ჯგუფურ ვარჯიშებზე ორელიენ ჩუამენისა და ჯუდ ბელინგემს.
ამ წყვილის დაბრუნების შემდეგ, პორტუგალიელ სპეციალისტს ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ეყოლება, რაც მას ოფიციალური მატჩების დაწყებამდე, ტაქტიკური ვარიანტების უკეთ გაანალიზების საშუალებას მისცემს.
ამასთან ერთად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (თვის ბოლომდე), ცვლილებები კვლავ მოსალოდნელია. „სამეფო კლუბი“ ბაზარზე არსებული ვარიანტების განხილვას განაგრძობს - საუბარია როგორც ახალ შენაძენებზე, ასევე იმ ფეხბურთელების გასხვისებაზე, რომლებიც მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედიან.
სხვა სტატიები
მკაცრი ხელი - მოურინიომ რეალი 'თავის გემოზე' გადააწყო
7 საათის წინ ფეხბურთი
ტიბო კურტუამ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა
20 საათის წინ ფეხბურთი