Belive

ემანუელ პეტი: "კაისედოს შეუძლია, რომ მაკელელესა და კანტეს დონეს მიაღწიოს"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა - ემანუელ პეტიმ, ჩელსისა და ეკვადორის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველზე - მოისეს კაისედოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ნგოლო კანტესა და კლოდ მაკელელს დონეზე ავიდეს.

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოისეს კაისედო პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველია. ლეგენდად რომ იქცეს, მან პრემიერ ლიგის ტიტული უნდა მოიგოს და ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად ითამაშოს.

მე მას ყველაფერს ვუსურვებ, რომ ფეხბურთის ლეგენდად იქცეს და ღრმად მწამს, რომ ეს ასეც იქნება...

კაისედოს შეუძლია ნგოლო კანტესა და კლოდ მაკელელეს დონეს მიაღწიოს და აჯობოს კიდევაც მათ" - ემანუელ პეტი

მოისეს კაისედო 24 წლის ეკვადორელი ფეხბურთელია, რომელიც ჩელსიში 2023/2024 წლების სეზონიდან შეუცვლელად თამაშობს. მან ლურჯ ლონდონურ მხარეში უკვე 114 თამაში ჩაატარა, რა პერიოდშიც 7 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ჩელსიმ მის სანაცვლოდ €116.00 მილიონი გადაიხადა.

ასაკის მიუხედავად, მოისეს კაისედოს ეკვადორის ეროვნულ ნაკრებში უკვე 56 თამაში აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ფრანგს, შეგახსენებთ, რომ ემანუელ პეტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა და მას 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ გოლიც აქვს გატანილი.საკლუბო დონეზე კი იგი მონაკოში, არსენალში, ბარსელონასა და ჩელსიში თამაშობდა.

სხვა სტატიები