Belive

უარი ოპერაციაზე | ნეიმარმა ვარჯიში განაახლა და რისკის ფასად კლუბის გადარჩენა სურს

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეიმარის სანტოსში დაბრუნება ბევრი მისი გულშემატკივრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო - ემოციური და სპორტული დაბრუნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კარიერის აღსადგენად, სწორედ ეს იყო ნეიმარის მთავარი მიზანი, თუმცა, რეალობა მას ისევ და ისევ დიდ ზიანს აყენებს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი ინტერნასიონალთან მატჩის წინ, ფიზიკური დისკომფორტის გამო გუნდს კიდევ ერთხელ გამოაკლდა, რამაც ყველასთვის ნაცნობი კოშმარი გააცოცხლა.

ამ ტკივილისა და ტრამის შემდეგ, ნეიმარი გუნდისა და პირად ექიმს შეემოწმა, ექიმებმა მას სასწარაფო ოპერაციისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ მისი ტრავმა თამაშიდან-თამაშამდე გართულდება, თუმცა იგი ვარჯიშს დაუბრუნდა და არ აპირებს, რომ სანტოსის ბრაზილიის ჩემპიონატიდან გავარდნა დაუშვას.

ნეიმარს მთელი გულით სურს, რომ ტრავმის მიუხედავად მოედანზე გამოვიდეს და კლუბს დაეხმაროს ბრაზილიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაში, ამ ყველაფრის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე სურს თამაში.

სანტოსი ბრაზილიის ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის - კლუბი 35 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაში, კერძოდ კი მე-17 პოზიციაზე იმყოფება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი და სანტოსი უახლოეს მდევარს 1 ქულით ჩამორჩება.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარს არ სურს, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს და ყველაფერს გაწირავს იმისათვის, რომ მუნდიალზე საკუთარ ნაკრებს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 79 გოლის გატანა შეძლო და ლეგენდარულ პელეს 2 გოლით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები