მუნდიალების ისტორიაში მესამედ | ბრობიმ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა
ნიდერლანდების ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალზე ჯგუფური ეტაპი წარმატებულად - პირველი პოზიციით დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა. მესამე ტურში "ნარინჯისფრებმა" ტუნისი დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულეს.
ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელმა, ბრაიან ბრობიმ 2026 წლის მუნდიალზე ფენომენალური და უიშვიათესი მიღწევა დააფიქსირა. ნიდერლანდელმა ფორვარდმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად 3 დარტყმა შეასრულა და სამივე გოლით დასრულდა.
🚨🚨| 𝐑𝐄𝐂𝐎𝐑𝐃: Brian Brobbey has scored with all three shots he has taken at the 2026 World Cup, only the third player since 1966 to score with his first three World Cup shots. 🇳🇱🤯
— CentreGoals. (@centregoals) June 26, 2026
→ 🇭🇺 Laszlo Kiss
→ 🇨🇴 Yerry Mina
→ 🇳🇱 Brian Brobbey 🆕 pic.twitter.com/UwQqbQhQbJ
1966 წლის შემდეგ, ბრობი გახდა მესამე ფეხბურთელი მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი სამივე დარტყმა გოლად აქცია.
ამ ელიტარულ და უნიკალურ სიას მხოლოდ სამი მოთამაშე იკავებს.
ლასლო კიში (უნგრეთი)
იერი მინა (კოლუმბია)
ბრაიან ბრობი (ნიდერლანდები)
24 წლის ნიდერლანდელმა ფორვარდმა ჯგუფური ეტაპი 3 გატანილი გოლით დაასრულა.