Belive

"ძალიან ამაყი ვარ" - მიქაუტაძის პირველი კომენტარი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის "ჯვაროსნების" შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ეროვნულ ნაკრების 25 კაციან განაცხადში მოხვდა 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. სადებიუტო გამოძახების შემდეგ საფრანგეთში დაბადებულმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა:
“ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ” - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

“ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის...Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 16 მარტი, 2021

სხვა სტატიები