დუბლი ზედიზედ 5 მატჩში - მესი MLS-ის ბომბარდირთა სათავეშია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესიმ MLS-ის ზედიზედ 5 მატჩში შეძლო დუბლის შესრულება. დღეს არგენტინელმა ნეშვილის კარი აიღო 2-ჯერ (2:1).
მანამდე 38 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა ნიუ ინგლენდ რევოლუშენის (2:1), მონრეალ იმპექტის (4:1, 4:2) და კოლამბუს ქრიუს (5:1) წინააღმდეგ. იქამდე ლეომ ერთი გოლი ფილადელფია უნიონსაც გაუტანა, ასე რომ, არგენტინელია ზედიზედ 6 მატჩია მინდორს უგოლოდ არ ტოვებს.
ამ მატჩებს შორის იყო 2 სანაკრებო და 4 საკლუბო მუნდიალის შეხვედრა, სადაც მესიმ 1 გოლი პორტუს გაუტანა (ჯარიმიდან).
ახლა ლეოს ანგარიშზე (MLS-ში) 16 გოლია და ნეშვილის თავდამსხმელს, სემ სარიჯს დაეწია, თუმცა მას 8 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და პირველ ადგილზეა.