Belive

დინამოს 19-წლამდელები მინსკთან ორივე შეხვედრას თბილისში ჩაატარებენ

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, თბილისის დინამოს 19-წლამდელთა გუნდის მეტოქე მინსკის დინამო იქნება. ქართული კლუბი ორივე მატჩს თბილისში ჩაატარებს.

პირველი შეხვედრაში, ფორმალურად, მასპინძელ გუნდად მინსკი ჩაითვლება და მატჩი დინამო არენაზე 5 დეკემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. პირველ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

განმეორებითი დაპირისპირება 10 დეკემბერს, შეცვლილი დროით, 18 საათზე დაიწყება.

თბილისელებმა გათამაშებას ჯერ ბოსნიური ჟინსკი (1:1 / 3:0) გამოთიშეს, შემდეგ კი კვიპროსის ლარნაკა (3:4-მოგება/2:0 ).

მინსკთან მოგების შემთხვევაში, დინამო თბილისის უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.

სხვა სტატიები