,,შეიძლება, მათ უკვე იფიქრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ'' - ჟალგირისის მწვრთნელი დინამო თბილისთან მოგებაზე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟალგირისის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ, დინამო თბილისთან ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა:
,,როგორც მწვრთნელს, ალბათ, მსგავსი არაფერი გამომიცდია. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საღამოა. თბილისში მტკივნეული მარცხი განვიცადეთ, რასაც დიდი იმედგაცრუება მოჰყვა როგორც გუნდში, ისე გულშემატკივრებში. თუმცა, დღეს ფეხბურთელებმა წარმოუდგენელი ხასიათი, სურვილი და თავდადება აჩვენეს. სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ბედნიერი ვარ!
ბურთს თავიდანვე ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. იგრძნობოდა, რომ მეტოქეს მოედანთან (ხელოვნურ ბალახთან) ადაპტაცია გაუჭირდა. ბევრი ბურთი ჩავჭერით ან შეიძლება მათ უკვე იფიქრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ. ჩემს გუნდში სრული კონცენტრაცია დავინახე. როგორც მატჩის წინ ვთქვი, სწრაფი გოლი გვჭირდებოდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მხოლოდ პენალტის გამოყენება ვერ შევძელით, თუმცა ამის გამო ჩვენი თამაში არ შეცვლილა. მეტოქემ ორჯერ დაარტყა კარში და ორი გოლი გაიტანა.
როდესაც მეტოქემ მეორე გოლი გაგვიტანა, მხოლოდ მატჩზე და კიდევ ერთი გოლის გატანაზე ვფიქრობდი. მჯეროდა, რომ გავიტანდით. ვხედავდი გუნდის კონცენტრაციასა და სურვილს, მეტოქე კი სულ უფრო და უფრო იხევდა უკან და მათთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. მესამე გოლი რომ გავიტანეთ, ვგრძნობდი, რომ მეოთხეს გატანაც შეგვეძლო. ხასიათი, რომელიც დღეს ფეხბურთელებმა გამოვლინეს, წარმოუდგენელი იყო.'' - ანდრიუს სკერლა
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა უდიდესი უპირატესობა გაანიავა - ქართულმა კლუბმა ჟალგირისს პირველ შეხვედრაში 3:0 მოუგო, თუმცა ლიეტუვაში 2:7 დამარცხდა და ევროტურნირს გამოეთიშა.