უეფას ახალგაზრდული ლიგა | დინამო თბილისს ისტორიულ შედეგამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდს, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, ისტორიული წარმატების მიღწევის უდიდესი შანსი აქვს. დინამოს ასაკობრივმა გუნდმა ჩემპიონთა გზით (ძირითადი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი) 2 საფეხურის გადალახვა და პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.
U19 დინამო თბილისი გადამწყვეტ ორრაუნდიან დუელში მინსკის დინამოს ასაკობრივ გუნდს უპირისპირდება. პლეი-ოფის პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ, დინამო თბილისის გამარჯვებით (0:2) დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და საპასუხო მატჩისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
UEFA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი თბილისში გაიმართა. 19-წლამდელთა გუნდების საპასუხო დაპირისპირება 10 დეკემბერს, კვლავ თბილისში, დინამო არენაზე შედგება და სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ქართული კლუბი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.