დიდი დარტყმა მაროკოს ნაკრებს | აფრიკელებს 2 ძირითადის ფეხბურთელი გამოაკლდათ
მაროკოს ეროვნულ ნაკრებში საგანგაშო მდგომარეობაა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გუნდმა ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა დაკარგა. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ნაიეფ აგერდი და აბდე ეზალზული მიღებული ტრავმების გამო მუნდიალზე საერთოდ ვერ ითამაშებენ.
ეს მაროკოელებისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური და ტაქტიკური დარტყმაა. აგერდი გუნდის დაცვის ხაზის მთავარი ბურჯია, ხოლო ეზალზული შეტევის ფლანგის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სახიფათო მოთამაშე. მთავარმა მწვრთნელმა მათ ნაცვლად ნაკრებში სასწრაფოდ უხმო მარვან საადანესა და ამინ სბაის, თუმცა გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბის ვარსკვლავების ჩანაცვლება უაღრესად რთული იქნება.
🚨🚨| BREAKING: Morocco suffer major loses as both Nayef Aguerd and Abde Ezzalzouli have been 𝐑𝐔𝐋𝐄𝐃 𝐎𝐔𝐓 of the World Cup due to injury. 🤕🇲🇦
— CentreGoals. (@centregoals) June 11, 2026
Replacements Marwane Saadane and Amine Sbai have been called up. Morocco face Brazil in three days.
[@RMCsport] pic.twitter.com/WNoo1c655E
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მაროკოს ნაკრებს კალენდარი საერთოდ არ ინდობს - ზუსტად სამ დღეში ისინი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს უნდა დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ მაროკო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ ჯგუფში ასპარეზობს. მათ ბრაზილიის გარდა, პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა შოტლანდიასთან და ჰაიტისთან მოუწევთ. წამყვანი ფეხბურთელების ლაზარეთში გადაბარგება მაროკოელთა შანსებს საგრძნობლად ამცირებს, თუმცა ამ გუნდს ხასიათის ჩვენება და სენსაციების შემოთავაზება არასდროს უჭირს.