Belive

დიასების ბენეფისი - ემოციები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, სამხრეთ ამერიკის ზონის შეხვედრაში, კოლუმბიისა და ბრაზილიის დაპირისპირება შედგა. ბარანკილიაში გამართული მატჩი, "სელესაოს" უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე, გაბრიელ მარტინელიმ სტუმრების დაწინაურება შეძლო.

კოლუმბიას მხსნელად ლუის დიასი მოევლინა, რომელმაც 75-ე და 79-ე წუთებზე, ბრაზილიას 2 გოლი გაუტანა და ტაბლოზე საბოლოოდ ანგარიში (2:1) დააფიქსირა.

კოლუმბიისა და ბრაზილიის საფეხბურთო დაპირისპირებას ლუის დიასის მამაც ესწრებოდა, რომელიც დაახლოებით 2-კვირიანი ტყვეობიდან ახლახან გაათავისუფლეს. დიასის მამამ თავისი შვილის მიერ გატანილი გოლების შემდეგ, თავის გაკონტროლება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ემოციური აღნიშვნის კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუის დიასმა ასევე ემოციური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მამაზე ფიქრობდა.

დიახ, მოედანზე ყოფნისას მუდამ მამაზე ვფიქრობდი. რთულ მომენტებში ის ყოველთვის სწორ მენტალიტეტს ავლენს. ეს გამარჯვება, ეს გოლები მას ეძღვნება. - ლუის დიასი.

სხვა სტატიები