Belive

ბრაზილია პირველი ადგილით გავიდა. ნეიმარის დებიუტი შედგა

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დღეს F ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა. ბრაზილიამ შოტლანდიას დამაჯერებლად, 3-0 მოუგო. ანგარიში, მატჩის მე-7 წუთზე ვინისიუსმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში, შოტლანდიელთა ცენტრალური მცველის, სკოტ მაკკენას შეცდომით ისარგებლა.

ამ გოლიდან მალევე, ვინიმ მეორეც გაიტანა, მაგრამ ეს გოლი, შეტევაში წესების დარღვევის გამო გაუქმდა. ამის შემდეგ, შოტლანდია გააქტიურდა და მეტოქეს აქტიურად უტევდა, მაგრამ მათ ამ მცდელობებს გოლი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი ვინისიუსმა დააფიქსირა, რომელმაც გაუქმებული გოლის მიუხედავად, მაინც შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება და დუბლის შესრულება.

მეორე ნახევარში, თამაშის ტემპი შედარებით დავარდა. შოტლანდიელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათ, ყველაზე ჯერზე, ალისონმა აჯობა. თავად ბრაზილიამ კი, მე-60 წუთზე, მოედნის ცენტრში, ბურთი ბრწყინვალედ გაათამაშა და ბრუნო გიმარაეშის გადაცემის შემდეგ, მატეუშ კუნიამ მესამე შეაგდო.

ნეიმარი, რომელსაც ამ შეხვედრაში ყველა ელოდებოდა, მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. ეს, ნეიმარისთვის, ბრაზილიის ნაკრებში, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველი მატჩი იყო.

"სელესაომ" შოტლანდია დამაჯერებლად დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდების, შვედეთის ან იაპონიის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები