Belive

ანჩელოტი: ,,ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში უმაღლეს დონეზე თამაში უპრობლემოდ შეუძლია''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ნეიმარის შესახებ ჰკითხეს:

,,ნეიმარს ამ გუნდში უმაღლეს დონეზე თამაში უპრობლემოდ შეუძლია.

მისი ნიჭიდან გამომდინარე, როცა ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, უნარი აქვს, არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ითამაშოს.'' - კარლო ანჩელოტი

ნეიმარმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ეროვნულ გუნდში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს, ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშა.

რაც შეეხება საკლუბო დონეს, ბრაზილიელს ტრავმის გამო სანტოსის შემადგენლობაში 14 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

სხვა სტატიები