Belive

კარლო ანჩელოტი: "გოლებით მდიდარ, ლამაზ ფეხბურთს იხილავთ"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების, ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მუნდიალის საწყის მატჩში, მაროკოსთან შეხვედრის წინ საუბრობს.

"ჩვენი მომავალი მეტოქე, მაროკო, ყველა ასპექტში ძალიან ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული გუნდია. თუ მათ შემადგენლობას შეხედავთ, უმაღლესი დონის შემსრულებლებს დაინახავთ. მათი უმეტესობა წარმატებით თამაშობს ევროპის ტოპ-ლიგებსა და წამყვან კლუბებში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ მეტოქეს. ვფიქრობ, გულშემატკივრები იხილავენ მართლაც შინაარსიან, საინტერესო და გოლებით მდიდარ ლამაზ ფეხბურთს.

აფრიკის წარმომადგენლები ტაქტიკურად კარგად ორგანიზებულები არიან და მაღალ ოსტატობას ფლობენ. ამიტომ, გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იდეალურად და უშეცდომოდ დაცვაში, შეტევაში და გადასვლის ფაზებში.

დაცვაში მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნებასთან ერთად, ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ სტანდარტული სიტუაციები. თანამედროვე ფეხბურთში აღარ დარჩნენ სუსტი მეტოქეები, რომელთა იოლად დამარცხებაც შესაძლებელია", - ამბობს ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი.

ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფის საწყის მატჩში ერთმანეთს ნიუ იორკში, მეტლაიფ არენაზე შეხვდებიან. მატჩი 14 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები