Belive

დეკუმ არჩევანი გააკეთა - მესი, რონალდუ თუ რონალდინიო?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა - დეკუმ, თავისი კარიერის საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, ლიონელ მესი მისი არჩევანი არ აღმოჩნდა. დეკუ დღეს ბარსელონას ხელმძღვანელობას წარმოადგენს და კლუბისთვის საუკეთესო ტალანტების მოზიდვაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ 2004 წელს ყველაფერი საპირისპიროდ დაიწყო - თავად იყო ტალანტი, რომელიც კატალონიაში ტიტულების მოსაგებად ჩავიდა.

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პორტუსთან ერთად ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. სწორედ იმ წარმატებამ გადააწყვეტინა ფრანკ რაიკაარდს მისი კატალონიურ გრანდში მოწვევა, სადაც დეკუმ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგისა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმავე პერიოდში "ლა მასიას" რიგებიდან თავი ლიონელ მესიმ იჩინა.

"მესისა და კრიშტიანო რონალდუს პირველი ვერსიები - ორივესთან მითამაშია, მაგრამ უნდა ავირჩიო? რონალდინიო...

მთელი ჩემი კარიერის მანძილზე რონალდინიო იყო საუკეთესო. მისი ტექნიკური უნარები უბრალოდ გასაოცარი იყო. ყველაფერს განსხვავებულად აკეთებდა - მისი თამაში თვალისმომჭრელი იყო, თუმცა ყველაზე სრულყოფილი თანაგუნდელი, ვისთანაც მითამაშია, ნამდვილად მესი იყო..."
- დეკუ

ლიონელ მესი და რონალდინიო ბარსელონაში ერთად, 2004 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდნენ, რა პერიოდშიც მათ ერთად 2-ჯერ შეძლეს ლა ლიგის მოგება, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულები კი 2-ჯერ გახდნენ.

სხვა სტატიები