Belive

დაძაბული მატჩი ბარსელონაში | კატალონიელები წაგებას გადაურჩნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" "ინტერს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

მატჩი კატალონიელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა და მისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.

მილანელებმა მეორე ტაიმის საწყის 5 წუთში შეძლეს გოლი გაქვითვა და 63-ე წუთზე მარტინესის გოლით წინაც გავიდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, 82-ე წუთზე "ბარსელონამ" ლევანდოვსკის გოლით შეძლო წონასწორობის აღდგენა. თუმცა, მატჩის მიწურულს გოსენსმა შეძლო და საკუთარი კლუბი ისევ წინ გაიყვანა.

თითქოს ყველაფერი "ინტერის" სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა, ლევანდოვსკის სხვა გეგმები ჰქონდა. პოლონელმა თავდამსხმელმა 92-ე წუთზე გაიტანა გამათანაბრებელი გოლი და გუნდს ქულა მოუპოვა.

აღნიშნულ მატჩში ვერ გამარჯვება კატალონიელებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აგდებს. ხავის გაწვრთნილი გუნდი ამჟამად 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ჯგუფში ჩარჩენასთან ახლოსაა. "ბარსელონას" შემდეგი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მომავალ ტურში "ბაიერნი" იქნება, სადაც მიუნხენელები აშკარა ფავორიტებად ითვლებიან და ესპანელებს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ. შესაბამისად, "ინტერი" ჯგუფის აუთსაიდერს "პლზენს" ხვდება, სადაც იტალიელებისთვის სამი ქულის მოპოვება რთული არ იქნება.

სხვა სტატიები