ჰანსი ფლიკი: "იამალს არ ვზღუდავ - მოედანზე იმას აკეთებს, რაც თავად მიაჩნია სწორად"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონა ახალ 2025/2026 წლების სეზონს ბრწყინვალედ იწყებს - მათ ლა ლიგაში ორივე მატჩი მოიგეს და ორი ტურის შემდეგ ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ.
კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, სეზონის სტარტზე და ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა.
"სეზონი მშვენივრად დავიწყეთ - ლევანტესთან მატჩმა ცოტა გვანერვიულად, თუმცა მთავარია მოვიგეთ, თანაც კვლავ 2:0-დან და ორიდან ორი გამარჯვება გვაქვს, თამაშის ხარისხი კი აუცილებლად დაიხვეწება და გამოსწორდება, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ბოლომდე გახურებულები არ ვართ.
რაც შეეხება ლამინე იამალს, ბევრს და ახალს ვერაფერს ვიტყვი - მას წინა სეზონის შემდეგაც მომატებული აქვს და ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს. ის აბსოლუტური გენიოსია. იამალს მოედანზე არ ვზღუდავ და იგი უკვე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ის სწორ გზაზეა და ძალიან ჭკვიანია.
დარწმუნებული ვარ, რომ ის გახდება ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, ვინც კი ოდესმე უნახავს საფეხბურთო სამყაროს“. - ჰანსი ფლიკი
ჰანსი ფლიკის მეთაურობით ბარსელონამ გასულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო, წინ კი ახალი სეზონი და მიზნებია.