Belive

რა უთხრა მესიმ როდრიგოს სტადიონზე არეულობის დროს?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც იცით დღეს გამთენიისას მარაკანაზე არგენტინისა და ბრაზილიის დაპირისპირება გაიმართა. ამ ორი ნაკრების მატჩები დაძაბულობის გარეშე წარმოუდგენელია და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იყო. მარაკანაზე დაძაბულობა ბრაზილიის ჰიმნის შესრულების დროს დაიწყო და ორივე გუნდის გულშემატკივრების ჩხუბით გაგრძელდა. თამაში 30 წუთით გადაიდო, რადგან საქმეში პოლიცია ჩაერია, გულშემატკივრების დასამშვიდებლად ტრიბუნებთან გუნდის ლიდერებიც მივიდნენ.

პროტესტის ნიშნად ლიონელ მესიმ გუნდი მოედნიდან გაიყვანა და მატჩის გაგრძელებას აპირებდნენ. ვიდრე თანაგუნდელები კაპიტანს გასახდელისკენ გაჰყვებოდნენ, როდრიგომ მათ ლაჩრები უწოდა, რაზეც მესი ძალიან განრისხდა.

ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ. როგორ შეიძლება ჩვენ ლაჩრები ვიყოთ? სიტყვებს დაუკვირდი. - ასე უპასუხა ლეომ როდრიგოს ნათქვამს

საბოლოოდ მატჩი დაიწყო და არგენტინელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლის ავტორი - ნიკოლას ოტამენდი იყო.


მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში არგენტინას 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, ბრაზილიამ 6 შეხვედრიდან უკანასკნელი 3 წააგო და 7 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები