D, E და F ჯგუფები დასრულდა - ცნობილია პლეი-ოფის ოთხი წყვილი
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის D, E და F ჯგუფებში დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და პლეი-ოფის ოთხი წყვილი გაირკვა.
D ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა აშშ 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი თურქებმა ბოლო წუთებზე გაიტანეს. ამერიკელები შეხვედრას მოტივაციის გარეშე შეხვდნენ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდათ. თავის მხრივ, არდა გიულერმა თურქეთის ნაკრების მაისურით მუნდიალებზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
ჯგუფის მეორე მატჩში ავსტრალიისა და პარაგვაის შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მეორე ადგილი ავსტრალიელებმა დაიკავეს.
E ჯგუფში, აშშ-ის მსგავსად, პირველი ადგილი წინასწარ ჰქონდა განაღდებული გერმანიას, თუმცა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი სენსაციურად ეკვადორთან 1:2 დამარცხდა. მეორე ადგილი ექვსი ქულით კოტ-დ'ივუარმა დაიკავა.
F ჯგუფში ნიდერლანდებმა ტუნისი 3:1 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. იაპონიასა და შვედეთს შორის შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
14 teams are locked into their Round of 32 spots at the World Cup 🔎 pic.twitter.com/GpyuHaOPwG
— B/R Football (@brfootball) June 26, 2026
დღევანდელი მატჩების შემდეგ პლეი-ოფის შემდეგი ოთხი წყვილი გახდა ცნობილი:
სამხრეთ აფრიკა – კანადა
ნიდერლანდები – მაროკო
აშშ – ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბრაზილია – იაპონია
ეს უკანასკნელი დაპირისპირება განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს, რადგან იაპონია ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაკრები იყო, ხოლო ბრაზილია ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.