ჩეფერინი | იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა UEFA-ს საფრთხეს უქმნიან
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ფეხბურთისგან ყველაზე შორს მყოფმა ადამიანმაც კი იცის, რომ ევროპის სუპერ ლიგა არ შედგება. ვფიქრობ ამ სამმა კლუბმა ("იუვენტუსი", "რეალი", "ბარსელონა") გარკვეულწილად კარგი სამსახური გაგვიწია. ახლა გაცილებით მარტივად შეგვიძლია ვუთხრათ: "შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ითამაშოთ თქვენს სუპერ ლიგაში." "თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე პრემიერ ლიგის გრანდების ამერიკელი მფლობელები იყვნენ - თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის სუპერ ლიგის დატოვებაზე უარი მხოლოდ ამ სამმა კლუბმა განაცხადა." "პარადოქსია, ისინი უარს აცხადებენ ევროპის სუპერ ლიგის დატოვებაზე და პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას გვთხოვენ. მათ განაცხადეს, რომ ჩემპიონთა ლიგა წარსულია მაგრამ მაინც გვთხოვენ მონაწილეობის უფლებას. ამ სამი კლუბის მფლობელი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით გვემუქრება. ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) წევრ 244 კლუბს ვესაუბრე - "მეამბოხე" სამეული ("იუვენტუსი", "რეალი", "ბარსელონა") ყველამ გააკრიტიკა. ისინი თითოეულ კლუბსა და UEFA-ს საფრთხეს უქმნიან", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა.