Belive

ოფიციალურად | რეალმა 18 წლის თურქი ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" 18 წლის თურქი ფეხბურთელის - არდა გიულერის ტრანსფერი გააოფიციალურა.

არდა გიულერი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც "ფენერბაჰჩეს" ღირსებას 2021 წლიდან იცავს. არდა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდა. მან ნაკრებში 4 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გოლის გატანა შეძლო.

განვლილ სეზონში კი თურქეთის ჩემპიონატში, 32 მატჩში გიულერის მონაგარი 7 გატანილი გოლია.

მადრიდულმა გრანდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და სოციალურ ქსელში პირველი განცხადებაც გაავრცელა.

"მადრიდის "რეალი" და "ფენერბაჰჩე" 18 წლის თურქი ფეხბურთელის, არდა გიულერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რომელიც ჩვენს კლუბს მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში დაეხმარება.

ხვალ, პარასკევს, 7 ივლისს, 12:00 საათზე, მადრიდში, არდა გიულერის, როგორც მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელის წარდგენის ცერემონია გაიმართება, შემდეგ კი არდა გიულერი მედიის წინაშე წარდგება...."

სხვა სტატიები