ჩემპიონთა ლიგის ფინალის სამსაჯო ბრიგადა ცნობილია
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
31 მაისს, მიუნხენში, "ალიანს არენაზე" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ინტერის" დაპირისპირებას ვიხილავთ.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფინალს რუმინელი იშტვან კოვაჩი გაუძღვება. UEFA-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კოვაჩს ასისტენტობას ასევე რუმინელები - მიჰაი მარიცა და ფერენც ტუნიოგი გაუწევენ.
მეოთხე არბიტრი პორტუგალიელი ჟოაო პედრო სილვა პინეირო იქნება, VAR-ზე კი, დენის იოჰან ჰიგლერი, კატალინ სორინ პოპა და პაულუს ვან ბოკელი იმუშავებენ.