ჰანსი ფლიკი: "მწვრთნელი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც ჰყავს მარკუს რაშფორდი"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ბარსელონამ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. კატალონიელებმა ელ კლასიკომდე, გადახალისებული შემადგენლობით ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვეს.
კვლავ გაიბრწყინა მარკუს რაშფორდმა, რომელმაც ბერძნულ კლუბს დუბლი შეუსრულა და ჩემპიონთა ლიგის 3 განვლილი ტურის შემდეგ, 4 გოლი დაუგროვდა.
მატჩის შემდეგ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, რაშფორდის შესახებ ისაუბრა და მისთვის შესაქები სიტყვები არ დაიშურა.
'მწვრთნელისთვის კარგია, როცა მარკუს რაშფორდის მსგავსი მოთამაშე ჰყავს - მეც მშვიდად ვარ, როდესაც მას საქმეში ჩართულს ვხედავ. მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში, სწრაფია, კარგად ფლობს ბურთს და საჯარიმოში მოკლე პასებს ძალიან კარგად ამუშავებს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. როდესაც თავდაჯერებულობას მოიპოვებს და თანაგუნდელებს კიდევ უფრო გაუგებს, ის გააგრძელებს გაუმჯობესებას," - ჰანსი ფლიკი
ბარსელონას 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს და მათ ანგარიშზე 6 ქულაა, მარკუს რაშფორდს კი 4 გოლი დაუგროვდა.
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ბარსელონა ბრიუგეს ბელგიაში ესტუმრება, მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე არის ჩანიშნული.