Belive

ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი ხდება

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უდინეზემ ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულ მცველთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია - აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, უდინეზესა და დავიდ ალაბას შორის კონტრაქტის ყველა პუნქტი შეთანხმებულია და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

მიუნხენის ბაიერნისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა 2026 წლის მაისში დააანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბს დატოვებდა. 5-წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, ალაბა თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა თამაშს უდინეზეში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ალაბამ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ორჯერ ბაიერნთან, ხოლო ორჯერ მადრიდის რეალთან ერთად მოიგო.

სხვა სტატიები