ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დამყარდა
ჩემპიონთა ლიგის გასული ტური განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა - მე-3 ტურში სულ 71 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.
წინა რეკორდი გასულ სეზონში დამყარდა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ ტურში გამეორდა.
ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი ტურები:
2025-2026 წლების სეზონის მე-3 ტური - 71 გოლი 18 მატჩში
2025-2026 წლების სეზონის პირველი ტური - 67 გოლი 18 მატჩში
2024-2025 წლების სეზონის მე-5 ტური - 67 გოლი 18 მატჩში
2024-2025 წლების სეზონის მე-8 ტური - 64 გოლი 18 მატჩში
2000-2001 წლების სეზონის პირველი ტური - 63 გოლი 16 მატჩში
2020-2021 წლების სეზონის მე-3 ტური - 62 გოლი 16 მატჩში
მე-3 ტურის 18 შეხვედრიდან 6-ში მინიმუმ 6 გოლი გავიდა, 3-ში კი - მინიმუმ 7. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ლევერკუზენსა და პსჟ-ს შორის შედგა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 2:7 დასრულდა.
🧐 Les résultats COMPLETS de cette J3 record! 😍 #UCL pic.twitter.com/6SqnEgkjkt
— L'UEFA en français (@UEFAcom_fr) October 22, 2025