ჩემპიონთა ლიგა 25-წლიან უცვლელ ტრადიციას დაარღვევს?!
ჩემპიონთა ლიგამ, შესაძლოა, რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. 25-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, Adidas-ის მიერ წარმოებული ჩემპიონთა ლიგის ბურთები, შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს.
გერმანული სპორტული გიგანტი უეფას უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირის ოფიციალური სპონსორია და 2001 წლიდან ბურთებზე მისი ლოგოა გამოსახული. Adidas-მა შესაძლოა მალე დაკარგოს მარკეტინგული პოტენციალი, რადგან ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ პოტენციურ პრეტენდენტებს ეძებს.
The Athletic-ის ცნობით, უეფამ შესაძლოა შემოიღოს საბაზრო შესაძლებლობა საფეხბურთო ბურთების სპონსორობისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს შემოსავალი.
როგორც ამბობენ, უფლებების მიმართ ინტერესი რამდენიმე მხარემ გამოთქვა. Adidas-ს სურს გააგრძელოს ამჟამინდელი სპონსორობა, თუმცა კონკურენტები Nike და Puma-ც დაინტერესებულები არიან.
უეფასა და ევროპის კლუბების ასოციაციები, ახალი ბურთების ტენდერს 2027/28 წლების სეზონის დასაწყისიდან გამოაცხადებენ.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: The UEFA Champions League could replace its official ball supplier after 25 years with Adidas.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) March 15, 2026
· Adidas has supplied the official Champions League match balls since 2001, making its star-panel ball design iconic in the competition for more than two decades.… pic.twitter.com/uIY71wAJvm