Belive

ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი | ვის გაასწრო და გაუთანაბრდა ხვიჩა კვარაცხელია 11 გოლით?!

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი შედგა - სათადარიგოთა სკამიდან, მოედანზე კრიტიკულ მომენტში შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და პარიზულ გრანდს 3-ბურთიანი სხვაობით მოაგებინა.

პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი 5:2 დაამარცხა, კვარას ანგარიშზე კი დუბლი და საგოლე გადაცემაა, რამაც საპასუხო მატჩის წინ პარიზელებს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე სეზონს თამაშობს და გუშინდელ მატჩში გატანილი 2 გოლით, ჩემპიონთალიგურ კარიერაში 11 გოლი დაუგროვდა, რითაც რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელს გაუსწრო, რამდენიმეს კი გაუთანაბრდა.

გთავაზობთ, თუ ვის გაუსწრო კვარამ 11 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე.

გაუსწრო

  • სერ ბობი ჩარლტონი

  • ჟუსტ ფონტენი

  • ტომაშ როსიცკი

  • ისკო

  • ედენ აზარი

  • ივან რაკიტიჩი

  • დავიდ სილვა

  • კრისტიან ვიერი

  • მიკაელ ლაუდრუპი

  • მირკო ვუჩინიჩი

  • ლუის გარსია

  • ივიცა ოლიჩი

  • ენტონი გორდონი

  • იუსუფ ენ-ნესირი

  • ჟოაო ფელიქსი

  • ჯონ ტერი

  • გაბრიელ მარტინელი

  • მარიო პასალიჩი

  • ჯეფერსონ ფარფანი

  • არკადიუშ მილიკი

  • რიკარდო კუარეჟმა

  • დუშან ტადიჩი

  • აჩრაფ ჰაკიმი

გაუთანაბრდა

  • სინიშა მიჰაილოვიჩი

  • ემანუელ ადებაიორი

  • მესუთ იოზილი

  • ტონი კროოსი

  • კლარენს ზეედორფი

  • ჩავი

  • ანდრეს ინიესტა

  • დუაით იორკი

  • მაიკლ ოუენი

  • ოლეგ ბლოხინი

  • ლორენცო ინსინიე

  • მარკინიოსი

  • დიეგო კოშტა

  • ალბერტო ჯილარდინიო

  • ოსკარ კარდოზო

  • ემილ ფორსბერგი

  • კრისტიან ნკუნკუ

  • დეიან სტანკოვიჩი

  • დომინიკ შობოშლაი

  • მაიკლ ესიენი

  • ხოსე კალეხონი

  • დუგლას კოშტა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მეხუთე სეზონს ატარებს და ამ პერიოდში მან უკვე შეძლო ამ შეჯიბრის მოგება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანაც და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებაც.

გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 11 ჩემპიონთალიგური გოლიდან, უმეტესობა, კერძოდ კი 6, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში აქვს გატანილი.

სხვა სტატიები