Belive

ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა - დაბრუნების თარიღი ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და უოტფორდის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც მოედანზე დაბრუნების თარიღი გადაიდო.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩაკვე ჩემპიონშიპის 2025/26 წლების სეზონის საწყის მატჩს გამოტოვებდა და გუნდს მოგვიანებით დაეხმარებოდა, მაგრამ უახლესი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას სექტემბრის ბოლომდე ვერ შეძლებს.

უოტფორდის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ათიანი კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაეხმარება.

გასული სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმის გამო, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებას მომდევნო თვემდე ვერ შეძლებს. ის გუნდში პრესეზონზე, ნაადრევად დაბრუნდა და რეაბილიტაციის პროცესს შეუდგა. ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი, თუმცა რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობდა.

მე-5 სავარჯიშო სესიის შემდეგ, ჩაკვემ დისკომფორტი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით დამატებითი გამოკვლევა ჩატარდა. შესაბამის პირებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდად 6 კვირა განისაზღვრა, საიდანაც 2 სანაკრებო პაუზას ემთხვევა.
- უოტფორდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გასულ სეზონში, ბრისტოლის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მიიღო, რის გამოც სეზონის ფინალური ნაწილი გამოტოვა.

სხვა სტატიები