Belive

იბერია 1999-ის მეტოქე მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდებში ცნობილია

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ის მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, შვედურ მიალბისა და გიბრალტარის ლინკოლნ რედ იმპსს შორის გამარჯვებული იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999 ბრატისლავის სლოვანთან დამარცხდება, ევროპა ლიგის მესამე რაუნდში ქართული გუნდის მეტოქე სერბულ ცრვენა ზვეზდასა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნეს შორის ჩემპიონთალიგურ წყვილში დამარცხებული იქნება.

ბრატისლავის სლოვანთან უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩს იბერია 1999 21 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.