ბულგარეთი თბილისში ლიდერის გარეშე ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისში გასამართ პრინციპულ მატჩში, ბულგარეთის ნაკრებს კაპიტანი და ლიდერი, კირილ დესპოდოვი ვერ დაეხმარება. დესპოდოვმა კუნთის დაზიანება ესპანეთთან მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე მიიღო და როგორც ჩანს მოედანზე დასაბრუნებლად ჯერ კიდევ არ არის მზად.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის მაისურით ჩატარებულ 56 მატჩში, 28 წლის კირილ დესპოდოვმა 15 გოლი გაიტანა.