ბრუნო ფერნანდეშმა ალ ჰილალის საოცარი შეთავაზება დაბლოკა
მანჩესტერის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ფრუნო ფერნანდეშმა საუდის არაბეთის კლუბ, ალ ჰილალის ძალიან მსუყე შეთავაზებაზე უარი თქვა, Sky Sports News-ის ცნობით ბრუნოს კარიერის ამ ეტაპზე საუდის არაბეთში გადასვლა არ სურს.
წყაროს ინფორმაციით 30 წლის ფეხბურთელს ალ ჰილალმა 3-წლიანი და 231-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაც წელიწადში 77 მილიონ ევროს უდრის, უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ გადასვლის შემთხვევაში მას დღეში 210 000 ევრო ექნებოდა, ეს კი თითქმის 3-ჯერ მეტია რაც მას მანჩესტერ იუნაიტედში აქვს.
ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედში 2020 წლიდან ირიცხება და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
🚨💣 EXCLUSIVE: Bruno Fernandes has REJECTED Al Hilal proposal. ❌🇸🇦
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 3, 2025
Despite crazy contract proposal from the Saudi Pro League club, Bruno Fernandes wants to continue playing football in Europe.
Man United captain wants to play at top level in Europe. Decision made. pic.twitter.com/7liKWOHETs