ბრუნო ფერნანდეში: "მსოფლიო რონალდუსთვის უნდა მოვიგოთ"
ბრუნო ფერნანდეშის მიზანია, რომ კრიშტიანუ რონალდუს საერთაშორისო კარიერა უმაღლეს ნოტაზე დასრულდეს. 41 წლის ლეგენდა, სავარაუდოდ, თავის ბოლო დიდ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ხუთგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელისთვის ბოლო შანსია, მოიგოს ერთადერთი ჯილდო, რომელიც მას რეკორდების ასეთ გზაზე ჯერ არ მოუგია.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს. ამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის კრიშტიანუსთან ერთად დასრულება და მისი მოგება საოცარი რამ იქნებოდა.
მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამას შევძლებთ, არა მხოლოდ პორტუგალიისთვის, არამედ იმ ყველაფრისთვის, რაც კრიშტიანუმ ფეხბურთსა და მსოფლიოს მისცა. - განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ბრუნო ფერნანდეშმა
მიუხედავად ასაკისა, რონალდუ რობერტო მარტინესის გუნდის ცენტრალურ ფიგურად რჩება. ალ ნასრის თავდამსხმელი, 143 გოლით, სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდსმენია.
რონალდუზე პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეტერანის გონებრივი გამძლეობა არის ის, რაც მას უმაღლეს დონეზე კონკურენტუნარიანობის საშუალებას აძლევს: „მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელს სხეული ათავისუფლებს, მაგრამ ეს გონებაა. კრიშტიანუს გონებას ეს გადაწყვეტილება 40, 41 წლის ასაკში არ მიუღია. ელიტური მოთამაშეობა არ არის ნიჭი, არამედ მენტალიტეტი და გამძლეობა“.
Bruno Fernandes:
— Curiosidades PL (@CuriosidadesPRL) April 24, 2026
“Espero que conquistemos a Copa do Mundo por Cristiano Ronaldo e por tudo o que ele realizou pelo futebol, por Portugal e pelo mundo” pic.twitter.com/ObN3vll9VQ