"ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ წაგებას არ უნდა შევეგუოთ" - არნე სლოტი ლივერპულის ფორმაზე საუბრობს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი გუნდის სათამაშო ფორმასა და პრობლემების გამოსწორების გზებზე ინგლისის ლიგის თასზე კრისტალ პალასთან წაგების (0:3) შემდეგ საუბრობს.
"ფეხბურთში წაგება, მითუმეტეს ისეთი, რომლის გამოც ტურნირიდან გამოთიშვა გიწევს, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია.
ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც გასული 7 მატჩიდან 6-ში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს არ უნდა შევურიგდეთ.
როცა ლივერპულში თამაშობ ან ამ გუნდს წვრთნი, ზეწოლა ყოველთვის არსებობს, მაგრამ კრისტალ პალასთან წაგების შემდეგ, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩშიც იგივე იქნება", - ამბობს არნე სლოტი.
ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგაში 9 ტურის შემდეგ, მეშვიდე პოზიციას იკავებს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს ასტონ ვილასთან, საშინაო კედლებში 2 ნოემბერს გამართავს.