Belive

ლივერპული ბრაიტონთან დამარცხდა | გიორგი მამარდაშვილის შეფასება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში ლივერპული ბრაიტონთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს 4 სეივი ჰქონდა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 27 გადაცემიდან 13 ზუსტად შეასრულა (48%).

გიორგი მამარდაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.5

  • Flashscore - 7.3

  • Whoscored - 6.4

ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 49 ქულით მე-5 პოზიციაზეა (14 მოგება, 7 ფრე, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 4 აპრილს FA თასის ეგიდით, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები