Belive

"ბეშიქთაში დავითაშვილის ტრანსფერს ზაფხულში ეცდება" - თურქული მედია

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევი, ზურიკო დავითაშვილი უდიდესი ალბათობით ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენტ-ეტიენმა ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნება შეძლოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართველის ყიდვით ბენფიკა, ოლიმპიაკოსი და ბეშიქთაში ინტერესდებიან. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავითაშვილის ტრანსფერი ლიგა 1-ის წარმომადგენელ კლუბსაც სურს.

ავტორიტეტული თურქული გამოცემა Yeni Safak აღნიშნავს, რომ ბეშიქთაშსა და სენტ-ეტიენს შორის ტრანსფერის ყველა პუნქტი შეთანხმებული იყო, თუმცა მოულოდნელად ფრანგებმა გადაიფიქრეს და აღნიშნეს, რომ დავითაშვილს ზაფხულამდე არ გაუშვებდნენ, რაც გარიგების ჩაშლის საფუძველი გახდა.

თურქული წყაროს მტკიცებით, დავითაშვილის საკუთარ გუნდში ხილვა ბეშიქთაშის პრეზიდენტს პირადად სურს და ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივრებიც მიესალმებიან, ამიტომ თურქები ზაფხულში ყველანაირად შეეცდებიან გარიგების დადებას.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც სენტ-ეტიენის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები