ზურიკო დავითაშვილი თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამარჯვებული გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ხმის მიცემის საშუალებით გამოავლინეს, გამოკითხვას კი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირი ატარებდა (UNFP).
ზურიკო დავითაშვილმა თებერვალში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა (გენგამთან დუბლი, ლავალთან 1 გოლი). მას კონკურენციას 2 ფეხბურთელი უწევდა - ტრუას თავდამსხმელი თაუფიკ ბენთაიები და კლერმონის თავდამსხმელი ფამარა დიედიუ.
D’après Zuriko Davitashvili, les équipes de @Ligue2BKT aiment venir jouer à Geoffroy-Guichard devant 35 000 personnes.
— UNFP (@UNFP) March 17, 2026
D’après nous, 35 000 personnes aiment envahir le Chaudron pour voir jouer Zuriko Davitashvili.
Il est le lauréat du Trophée UNFP du Joueur du Mois de février… pic.twitter.com/DR0JsVP4B0
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 50 ქულით მე-2 პოზიციაზეა (15 მოგება, 5 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 მარტს ანესის წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით საუკეთესო ბომბარდირებში ის მე-3 ადგილზეა.