ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრაში სენტ-ეტიენმა რედ სტარი 2:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელი ამ პერფორმანსის შემდეგ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ევან ჰატფუტი (ლე მანი)
მცველები: კრისტოფერ ჟულიენი (მონპელიე), იაელ მუანგა (მონპელიე), ჟან ევანსი (როდეზი), კევინ პედრო (სენტ-ეტიენი)
ნახევარმცველები: ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), მარტინ ადელინი (ტრუა), ლუკას ბრეტელი (ლე მანი), მალიქ სელუკი (ლავალი)
თავდამსხმელები: ანტოინე რაბილარდი (ლე მანი), ალექსანდრ მენდი (მონპელიე)
Le #11Type de la 26ème journée ! 🔥 pic.twitter.com/TFfU9Vl5R7
— Ligue 2 BKT (@Ligue2BKT) March 10, 2026
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 49 ქულით მე-2 პოზიციაზეა (15 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 მარტს გრენობლის წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით საუკეთესო ბომბარდირებში ის მე-2 ადგილზეა.