Belive

ბარსელონას მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა - ფერმინ ლოპესი 2 კვირას გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება - კლუბს მორიგი ფეხბურთელი, ამჯერად ფერმინ ლოპესი გამოაკლდა, რომელსაც მარჯვენა ფეხის კუნთის მცირე ტრავმა აქვს.

ბარსელონამ 22 წლის ლა მასიელს გამოკვლევა ჩაუტარა, რის შემდეგადაც დადასტურდა, რომ მარჯვენა ფეხზე კუნთის დაზიანების გამო, ფერმინ ლოპესი მინიმუმ 2 კვირას იუქმებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო 4 მატჩი უკვე გაუცდა.

პირველადი ინფორმაციით, ფერმინი ბარსელონას 4 თამაშში ვერ დაეხმარება, აქედან ერთი ჩემპიონთალიგური დაპირისპირება იქნება.

  • ბარსელონა Vs. ალავესი

  • ბარსელონა Vs. ატლეტიკო

  • ბეტისი Vs. ბარსელონა

  • ბარსელონა Vs. აინტრახტი

ლოპესის დაბრუნებას 13 დეკემბერს ოსასუნასთან ვარაუდობენ, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია, რადგან ფეხბურთელის რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული.

ფერმინ ლოპესმა მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა, სადც 7 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები