Belive

რაფინია: "ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს თანაგუნდელებს ვეზიზღები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა - რაფინიამ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, ალავესის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ალავესთან გამარჯვების შემდეგ ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც რაფინია დამწუხრებულ ჰანსი ფლიკს ამშვიდებს და ესაუბრება.

"ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს თანაგუნდელებს ვაღიზიანებ და ვეზიზღები, მაგრამ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია - მატჩის დროს, ისინი ალბათ ჩემზე ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, თუმცა ეს ჩემი სტილია.

ყოველთვის მეტს ვითხოვ იმ ფეხბურთელებისგან, რომელთა შესაძლებლობებიც ვიცი...

რაც შეეხება ჩემი და ფლიკის საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ალავესთან გავიმარჯვეთ, ჰანსი არ იყო კმაყოფილი ჩვენი თამაშის ხარისხით, რაც სრულიად ლოგიკურია..." - რაფინია

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგის მე-14 ტურს ლიდერის რანგში შეხვდება, ეს ყველაფერი კი იმით არის განპირობებული, რომ 'სამეფო კლუბმა' სტუმრად ჟირონასთან ვერ გაიმარჯვა, თავის მხრივ ბარსელონამ კი გამარჯვება შეძლო და 34 ქულით ლა ლიგას ჩაუდგა სათავეში.

კატალონიის ბარსელონა მე-14 ტურში ატლეტიკოს დაუპირისპირდება. მატჩი 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები