ბარსელონას ხელმძღვანელობა იამალის ქმედებებით შეშფოთებულია და ფეხბურთელის გაკონტროლებას აპირებს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ხელმძღვანელობა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ლამინე იამალის მოედნის მიღმა მოქმედებებით შეშფოთებულია და გარკვეული ზომების მიღებას აპირებს.
Diario SPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ისაა, რომ კატალონიური გრანდის მმართველებს 18 წლის ვარსკვლავის მედიასთან ურთიერთობა და სოციალურ ქსელებში აქტიურობა არ მოსწონთ. ბარსელონას ხელმძღვანელობა ფეხბურთელის პირადი ცხოვრების ზედმეტ აფიშირებას არ იწონებს.
ბარსელონას ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლის, პორტუგალიელი მენეჯერის, ჟორჟე მენდეშის დახმარებით ლამინე იამალის მედია აქტივობების გაკონტროლებას აპირებენ. კონკრეტულად, საქმე ინტერვიუებსა და სოციალური მედიის მართვას ეხება.
გასული თვეების განმავლობაში, ლამინე იამალი და მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად აქტიურობენ. ესპანეთის ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი სკანდალში ელ კლასიკოს შემდეგაც მოხვდა, როცა მადრიდის რეალის ფეხბურთელებთან კონფლიქტში შევიდა.