ჩაბი ალონსო: "კრიზისი? ვიცით სადაც ვართ და ბალანსის პოვნას ვცდილობთ"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიჯრით ორი მატჩის ვერ მოგების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ლა ლიგის მე-12 ტურში რაიო ვალეკანოსთან, ვალეკასზე ნათამაშები უგოლო ფრის (0:0) შემდეგ ესპანელი სპეციალისტი კრიტიკოსებს პასუხობს და ამბობს, რომ კრიზისზე საუბარი ნაადრევია.
"არის თუ არა კრიზისი? ჩვენ ვიცით სად ვართ. განსხვავებულ პერიოდებს შორის ბალანსი უნდა ვიპოვნოთ. ენფილდზე წაგებული მატჩის შემდეგ გვინდოდა, რომ უკეთ გვეთამაშა, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები არ გაძლევს ამის საშუალებას.
მეორე ტაიმში შესაძლებელი გახლდათ, რომ რაღაცები განსხვავებულად მომხდარიყო. საქმე ემოციურ აღმასვლასა და დაღმასვლას არ ეხება. ამ მხრივ, ჩვენს მომზადებასა და მენტალობაში სტაბილურად ვართ", - ამბობს ჩაბი ალონსო.
მადრიდის რეალი ლა ლიგას 12 ტურის შემდეგ 31 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ბარსელონას 3 ქულით უსწრებს.