Belive

ბარსელონა ალვარესის საქმეზე დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებული დავის გამო, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის მიერ დაკისრებულ 602-ევროიან ჯარიმას გაასაჩივრებს. ჯარიმა ატლეტიკოს საჩივარს მოჰყვა. მადრიდელები ამტკიცებენ, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა არგენტინელთან მოლაპარაკებები მაშინ აწარმოეს, როდესაც ფეხბურთელს "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებდა. ფედერაციის საგანგებო კომიტეტმა, ეს ქმედება სადისციპლინო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ, ე.წ. უმნიშვნელო დარღვევად შეაფასა.

მიუხედავად ჯარიმის მცირე ოდენობისა, ბარსელონა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ტრანსფერზე მუშაობისას, წესები არ დაურღვევია. კლუბის იურიდიული დეპარტამენტის აზრით, ჯარიმის მიღება დანაშაულის აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.

თავად ალვარესმა კი, გულშემატკივრებთან ურთიერთობის გამოსწორება სცადა და აღიარა, რომ ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე საჯაროდ საუბარი, შეცდომა იყო.

ეს შეცდომა იყო. მესმის, რატომ არიან გულშემატკივრები გაბრაზებულები. მათ ადგილას, მეც გავბრაზდებოდი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიჭერდნენ მხარს ჩემი მოსვლის დღიდან. - ხულიან ალვარესი

სხვა სტატიები