ბალაკმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, მიხაელ ბალაკს, ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის მთავარი ფავორიტის დასახელება სთხოვეს:
,,ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბარსელონაა! ეს გუნდი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით გამოსარჩევია ლამინე იამალი და მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, რომელიც ფეხბურთელებს იდეალურად ერგება.
ასევე, ფავორიტებს შორისაა მოქმედი ჩემპიონი პარი სენ ჟერმენი. ლუის ენრიკესთან ერთად პსჟ საუკეთესო გუნდად იქცა. შესაძლოა, სიურპრიზები ჩელსიმაც შემოგვთავაზოს.'' - მიხაელ ბალაკი
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი სამშაბათს, 16 სექტემბერს დაიწყება - პირველი ტურის 6-6 მატჩი სამ დღეზე გადანაწილდება.