Belive

ჰანსი ფლიკი: "ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ატლეტიკო ძალიან საფრთხილო მეტოქეა"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ნიუკასლთან გამარჯვების შემდეგ (7:2), მადრიდის ატლეტიკოსთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"დღევანდელი მატჩით ბედნიერი ვარ, რთულად დავიწყეთ თამაში, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია, თუმცა ბედნიერი ვარ შედეგით და იმით, რომ ნიუკალის დამარცხება მარტივად შევძელით.

შემდეგი მეტოქე ძალიან რთული იქნება და მათთან თამაში ძალიან საფრთხილოა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეტაპობრივად, მატჩიდან მატჩამდე. ასე ვითამაშეთ გასულ სეზონში და ვეცდებით, ამჯერადაც გავიმეოროთ.

პირველივე დღიდან ვხედავ გუნდის გონებრივ სიმწიფეს. წინასასეზონო ეტაპიდან უკვე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავდა და მათ სიამოვნებთ ერთმანეთთან შეჯიბრი. ლა მასიამ ამ მხრივ უდიდესი სამუშაო გასწია." - ჰანსი ფლიკი

ბარსელონასა და ატლეტიკოს ჩემპიონთალიგური პირველი დაპირისპირება 8 აპრილს ბარსელონაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი მადრიდში 14 აპრილს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები