ბაიერნთან მატჩამდე პერესმა რეალის ფეხბურთელებს პრემია შესთავაზა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რეალის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის სანაცვლოდ, პრემიის სახით, 500 000 ევრო შესთავაზეს, ინფორმაციას AS ავრცელებს:
,,ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ რეალის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცათ. გუნდში ჩათვალეს, რომ ეს იყო ,,ყველაფერი ან არაფერი", ამიტომ გადაწყვიტეს მიემართათ იმ მეთოდისთვის, რომელიც ადრე მოდაში იყო, ბოლო წლებში კი მივიწყებას მიეცა.
ფლორენტინო პერესმა და მისმა თანაშემწეებმა გადაწყვიტეს, თითოეული ფეხბურთელისთვის პრემიის სახით 500 000 ევრო გამოეყოთ, თუ ისინი ტურნირის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებდნენ.'' - წერს AS
საბოლოოდ, ყველაფერი მხოლოდ მცდელობად დარჩა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამეფო კლუბი მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Florentino Pérez reportedly promised the Real Madrid players a €500K BONUS EACH if they knocked Bayern Munich out of the Champions League quarter-finals. 💰⚪️
— MatchDay Central (@MatchDCentral) May 13, 2026
The club believed the huge reward would give the squad extra motivation for the tie.
[@diarioas] pic.twitter.com/ZM72fBVaUe