Belive

ბაიერნმა ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნმა'' გუნდის გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დაითხოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, კანი და სალიჰამიჯიჩი გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს.

გენერალური დირექტორის ადგილს კრისტიან დრიზენი დაიკავებს, სალიჰამიჯიჩის შემცვლელი კი ჯერჯერობით უცნობია.

,,გვინდა, ოლივერ კანს გაწეული სამუშაოსთვის, იდეებისთვის და ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ, მადლობა გადავუხადოთ. ის ,,ბაიერნის'' მნიშვნელოვან ნაწილად სამუდამოდ დარჩება,'' - განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა.

დღეს ,,ბაიერნმა'' ბუნდესლიგის ბოლო ტურში ,,კიოლნს'' მოუგო და გერმანიის ჩემპიონობა ზედიზედ მეთერთმეტედ გაიფორმა.

სხვა სტატიები