Belive

ბაიერნმა 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მიუნხენის ბაიერნმა ბრაზილიური ფლამენგო 2:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი გოლი მე-6 წუთზე ერიკ პულგარმა თავის კარში გაიტანა და გერმანული კლუბი დაწინაურდა, მალევე 3 წუთში ჰარი კეინმა უპირატესობა გაზარდა, პირველ ტაიმში გერსონმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მაგრამ ლეონ გორეცკამ მოახერხა გოლის გატანა და თავის გუნდს 2-ბურთიანი სხვაობა შეუნარჩუნა. მეორე ნახევრის დასაწყისში ჟორჟინიომ გაიტანა და ანგარიში 3:2 გახდა, ჰარი კეინმა კი 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა.

გერმანული კლუბი ამ გამარჯვებით 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, მატჩი 5 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

ჯერჯერობით 2 მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი, მეორე შეხვედრაში ჩელსი პალმეირასს შეხვდება. დღეს ერთი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც მილანის ინტერი ბრაზილიურ ფლუმინენსეს დაუპირისპირდება, აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები