55 მილიონი ევრო | მიუნხენის ბაიერნმა გერმანელი მცველი დაიმატა
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობა დაიწყო. "რეკორდმაისტერმა" გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი, ნათანიელ ბრაუნი დაიმატა და მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადა.
ფრანკფურტის აინტრახტის 23 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
ნენე ბრაუნმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 4-დან სამ შეხვედრაში ითამაშა და კიურასაოსთან გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.
ბავარიულმა გრანდმა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა და ისმაელ საიბარი დაიმატა.
𝑩𝒐𝒓𝒏 𝒊𝒏 𝑩𝒂𝒗𝒂𝒓𝒊𝒂, 𝒏𝒆𝒘 𝒊𝒏 𝑴𝒖𝒏𝒊𝒄𝒉! 🥨❤️🤍
— FC Bayern (@FCBayernEN) July 3, 2026
Welcome to FC Bayern, Nene. 🥰 pic.twitter.com/xyxwAoc40o