Belive

ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეები - სიაში 9 ფეხბურთელია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუნხენის ,,ბაიერნი'' რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერის'' სატრანსფერო სამიზნეთა შორის 9 ფეხბურთელია. მათ შორის კიმი (ნაპოლი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ვან დე ვენი (ვოლფსბურგი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი), კაი ჰავერცი (ჩელსი), კოლო მუანი (აინტრახტი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და ჰარი კეინი (ტოტენჰემი) არიან.

გუშინ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მიუნხენელებმა ,,ნაპოლის'' მცველთან, კიმ მინ-ჯესთან, კონტრაქტი ფაქტობრივად შეათანხმეს და კორეელი ახალ გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

,,ბაიერნმა'' გასული სეზონი ბუნდესლიგის პირველ პოზიციაზე დაასრულა და გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.

სხვა სტატიები